воскресенье, 22 марта 2015 г.
Royal Copenhagen Flora Danica
დანიური ფაიფურის შესახებ თხრობა დასრულებულად ჩავთვალე. ამჯერად სხვა თემა მაინტერესებდა, გადავხედე შენახულ მასალებს და ვიფიქრე, რომ ღირს კიდევ ერთი გვერდი დავუთმო ამ მშვენიერებას, თუმცა სურათების სიჭარბის გამო, ორად გადავანაწილებ. ანუ ორი გვერდი გამოვა საბოლოოდ. მერე კიდევ ვნახოთ, იქნებ დავუმატო კიდეც. გერმანული ან ფრანგული ფაიფურისაგან განსხვავებით აქ ვერ შეხვდებით დიდებულ ბანოვანთა, ამურების ან სამეფო კარის ცხოვრების ამსახველ გამოსახულებებს. მხოლოდ ბუნება-თავისი უმშვენიერესი და შედარებით მოკრძალებული წარმომადგენლებით სწორედ ამიტომაა ის ასეთი მსუბუქი, ჰაეროვანი, ნატიფი, ამაღლებული და ამავდროულად ახლობელი. ფარსმანდუკი, ასფურცელა, ფურისულა, ქუჩიც იქნება ალბათ, . . . ხო, ვაჟა ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ნახატები დაამშვენებდა უთუოდ . . . - აი ვოცნებობ კიდეც. დათვალიერეთ, ისიამოვნეთ იქნებ ოცნება ხვალ საქმედ იქცეს.
понедельник, 16 марта 2015 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)