იგავი ღირებულების შესახებ.
ცნობილი ფსიქოლოგი ატარებდა სემინარს, რომელსაც ორასამდე ადამიანი ესწრებოდა. ფსიქოლოგმა დამსწრეთ აჩვენა ფულის კუპიურა და იკითხა - ვის სურს ეს თანხა მიიღოს?. თვალის დახამხამებაში უკლებლივ ყველამ ასწია ხელი.-ძალიან კარგი, თქვა მან, მაგრამ სანამ ერთ-ერთი თქვენთაგანი მიიღებს ამ ფულს, მე რაღაცას გავაკეთებ. რის შემდეგაც კუპიურა კარგად დაკუჭა.
- ახლა ვინ არის თანახმა, მივცე ეს ფული?
ისევ აღიმართა ხელების ტყე.
-კაარგით, თქვა ფსიქოლოგმა, კუპიურა დააგდო ძირს და ზედ ფეხით შესდგა. როდესაც ფული ხელში აიღო ის დასრესილი და ჭუჭყიანი იყო. ,,აბა ვის უნდა ის ამ მდგომარეობაში?" - და ისევ ყველამ ასწია ხელი.
- ძვირფასო მეგობრებო ამ წუთს ჩვენ ყველამ მეტად მნიშვნელოვანი გაკვეთილი მივიღეთ. რა არ დავმართე ამ კუპიურას, მაგრამ ყოველი თქვენთაგანი მაინც თანახმა იყო მიეღო ის. რატომ? - იმიტომ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მას არ დაუკარგავს მთავარი ღირებულება, ის დარჩა 500 ერთეულის მატარებელ ფულის ნიშნად.
ცხოვრებაში ხშირად, ზოგიერთი ჩვენთაგანი აღმოჩენილა მსგავს მდგომარეობაში. ფეხქვეშ გათელილი, განადგურებული, წუმპეში ამოსვრილი. ასეთ დროს თავს სრულიად გამოუსადეგარად მიიჩნევს ადამიანი. დიახ, ნაკლებად მნიშვნელოვანია ის, თუ რა შეგემთხვა, ან შეგემთხვევა - შენ არასოდეს არ დაკარგავ მთავარ ღირებულებას. სუფთა, თუ ჭუჭყიანი, დაკუჭული თუ დაუთოვებული, წელში მოხრილი თუ გამართული - ყოველთვის შეუფასებელი ხარ მათთვის, ვისაც უყვარხარ!
ადამიანის ღირებულება განისაზღვრება არა იმით, თუ რას წარმოადგენს, ან ვის იცნობს არამედ - როგორია ის
შენ განსაკუთრებული ხარ, დაიმახსოვრე ეს ეს სამუდამოდ!!!
წყარო: ინტერნეტი
Комментариев нет:
Отправить комментарий