среда, 16 октября 2013 г.

«Flora Danica» 2

 დანიის მშვენება  

                                    Royal Copenhagen 

           




კოპენჰაგენის სამეფო მანუფაქტურის დაარსების თარიღად ითვლება 1775 წლის 1 მაისი. ის იყო რიგით მეექვსე ფაიფურის ფაბრიკა იმ დროინდელ ევროპაში.
ფაიფური  ევროპელ ხელისუფალთა გატაცების საგანს წარმოადგენდა. ის ჩინეთიდან შემოჰქონდათ და იმდენად ძვირად ფასობდა, რომ არისტოკრატიის მხოლოდ მაღალი ფენებისათვის იყო ხელმისაწვდომი.

 1708 წელს დრეზდენში ამოიცნეს მკვრივი ფაიფურის საიდუმლო. 1710 წელს დაარსდა მეისენის მანუფაქტურა,
რომელიც ითვლებოდა ,,თეთრი ოქროს" საუკეთესო მწარმოებლად. ფრიდრიხ ავგუსტძლიერი (Friedrich Augustსაქსონიის კურფიურსტი  მკაცრად იცავდა  რეცეპტის საიდუმლოს, რისთვისაც ხელოსნებს ქალაქის გარეთ არ უშვებდა.
 დანიური ფაიფურის შექმნის იდეის ავტორი და სულის ჩამდგმელი - პროვიზორი, ვინმე ფრანც მიულერი გახლავთ.მრავალი წლის დაუღალავი შრომისა და ექსპერიმენტების გზით, მან საბოლოოდ მოახერხა მკვრივი ფაიფურის დამზადება. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ დანიელებმა მეისენის მანუფაქტურიდან ხუთი ხელოსანი
 გადმოიბირეს. საქსონელები კოპენჰაგენში კონსპირაციულად ცხოვრობდნენ, როგორც ნამდვილი ,,ჯაშუშები" და ისე განსწავლიდნენ დანიელებს. ასე იყო, თუ ისე დედოფალმა იულიანა-მარიამ მიულერს ფინანსური დახმარება  აღუთქვა. .ასევე დედოფლის იდეა იყო მანუფაქტურის საფირმო ნიშანზე ჰორიზონტალური ტალღოვანი ზოლების დატანება, რაც  დანიისათვის სამ უმნიშვნელოვანეს  საზღვაო სრუტეს ასიმბოლოებს. ესენია: ერესუნი(დან. Øresund), დიდი(დან. StoreBaelt და მცირე(დან. Lillebælt)  ბელტი.
,,Royal Copenhagen" თავიდან კოპენჰაგენის ცენტრში, წრიული კოშკის მახლობლად მდებარეობდა, რომელიც ყველასათვის ცნობილია ანდერსენის ზღაპრიდან ,,ტალ-კვესი". მე-19 საუკუნის ბოლოს ფაბრიკა ფედერიკსბერგის რაიონში გადაიტანეს. ამუშავების შემდეგ საწარმო დიდ სირთულეებს გადააწყდა. არ ყოფნიდათ ნედლეული, ამავდროულად ის იყო უხარისხო. სამუშაო გამოცდილების უქონლობის გამო ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევებსაც. 1779 წლიდან, მას შემდეგ, რაც დანიის აბსოლუტურმა მონარქმა Christian VII-მ თავის თავზე აიღო მთელი ფინანსური პასუხისმგებლობა, ,,Royal Copenhagen" -მა სამუდამოდ დაიკავა ადგილი ევროპული ფაიფურის სხვა ელიტარულ მწარმოებელთა გვერდით. ფაბრიკის საფირმო ნიშანი კი 200 წელიწადზე მეტია აღიქმება უმაღლესი ხელოვნების, ხარისხისა და ელეგანტურობის სინონიმად. ,,Royal Copenhagen"-ი სხვა მხრივაც უნიკალურია - ის  აბსოლუტური მონარქიის ხანიდან შემორჩენილი ერთადერთი სამეფო ფაბრიკაა, ამიტომ საფირმო ნიშანზე ,,ტალღებთან" ერთად  დღემდე გამოსახულია სამეფო გვირგვინი.  
 



დანიის ფაიფურის სამეფო მანუფაქტურის პირველი ქმნილება იყო სადილის სერვიზი ,,Blue fluted". ეს სახელი მან მიიღო დამზადების ტექნოლოგიის შესაბამისად - თეთრი დაღარული ფაიფური, ლურჯი ჭიქურქვეშა ფერწერით. შემუშავებული საუკეთესო ჩინური ტრადიციების მიხედვით - სადა, თავშეკავებული, ყვავილების სტილიზებული მოტივებით მოხატული,  ითვლებოდა ნამდვილი ფაიფურის განსახიერებად.
 ჭიქურქვეშა ფერწერა მდგრადია  ჭიქურზედასთან შედარებით. ნახატის ხაზები რბილია და სურათი ზედაპირთან ისე არის შერწყმული, რომ არ ქმნის ამობურცულობას. ჭიქურქვეშა ფერწერის თავისებურება არის ის რომ, გამომწვარ, ან უბრალოდ გამომშრალ ნედლეულს მოხატავენ,  შემდეგ დაფარავენ ჭიქურით და ხელახლა გამოწვავენ.
















































 1779 წელს გამოუშვეს  სადილის მეორე სერვიზი, სახელწოდებით - ,,Blue Flower"(ლურჯი ყვავილი), ნაკრები შეიქმნა  ეპოქისთვის დამახასიათებელი  ევროპული სტილის შესაბამისად, ყვავილების ნატურალისტური მოხატვით.
(http://en.wikipedia.org/wiki/Blue_Flower)



 

ვერანაირად ვერ ავტვირთე ეს ვიდეო რგოლი, სადაც კარგად ჩანს ტექნოლოგიური პროცესი, ამიტომ ბმულის მისამართს დავდებ: http://www.youtube.com/watch?v=22N2ve_vlM8



























წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Juliana_Maria_of_Brunswick-Wolfenb%C3%BCttel
           http://www.royalcopenhagen.com/en/about-us/aboutus
           

Комментариев нет:

Отправить комментарий

You might also like: