четверг, 3 октября 2013 г.

Songs about love

                        სიმღერა სიყვარულზე  

 (ტექსტი, რომელიც ერთ-ერთი ექსპედიციის წევრებმა შამბალაში ყოფნისას ამოუცნობი მფრინავი ობიექტისგან მიიღეს.)
                    მზე უძღვნის მიწას არსებობის შეგნების ყვავილს 
                  და აღტკინებას უდიადესს, 
               როს შეიგრძნობ გონების თვალით,
               მიაღწევ მაშინ ყოფიერის უმაღლეს სრულქმნას

                    - ღმერთს განუყოფელს!.


 მაშ წინ იარე, რადგან გიბრძანეს. მაშ წინ იარე და მიიღებ კუთვნილ საზღაურს.  მას, ვინც შექმნილა სიყვარულისთვის,  და მას, ვინც ელის, იგი იხილავს ღვთაებრივი სიმშვენიერის ლოტოსის ყვავილს,
 ამ ყვავილივით მისი გულიც გადაიშლება ალერსისა და სიყვარულისთვის,   და გულის ცეცხლი შთანთქავს გონებას,  და იქმნება დიდი ნათელი. წმინდანს, უბიწოს განეხვნება შამბალის კარი,  ხოლო გული მგზნებარე და ალმოდებული იქნება როგორც შამბალაში შესვლის პაროლი.
           დე, არასოდეს მიგატოვოთ გონებამ თქვენმა                           
 მგზნებარე გულში დატეული ზღვა სიყვარულის განცხადდება სხივფენილ ზღურბლთან, მაშ, მოემზადეთ ხელახალი ცხოვრებისათვის   დე, შუქი მზის და მწველი ცეცხლი სიყვარულისა თავს დაგეფინოთ შარავანდედად
          ვინ გადაარჩენს სიყვარულის უმანკო ცრემლებს?

                     გესმით ძახილი?

გადაარჩენთ, თუ მისდიეთ ჭეშმარიტებას და კოსმიური იგრძენით ძალა.

        სრულყოფილება სიტყვაშია, მხოლოდ გიყვარდეთ ! ! !

               თუ შეიცანი ძალი მისი და სიდიადე,

                       ადამიანო, გეუბნები:

                         შენ გადარჩები!        

                 მაშ, წინ იარე, კვლავ წინ იარე.

ცეცხლში ძიება, ძიებაში ახალი ცეცხლი - ერწყმის ცისფერ ცეცხლს ყვითელი სევდით
                      ცისფერი ცეცხლი?

                        სიყვარული?
                        თუ დანანება,
და იბადება, იბადება ახალი სუნთქვა, ახალი ცეცხლი იბადება, კვლავ იბადება.
                     დრო იყო მსხვერპლის, 

                  ახლა დროა კვლავ ამაღლების.


ადამიანო, გეუბნები, შენ გადაარჩენ წუთისოფელს და თუ შეისმენ სიტყვას                                                                            სიტყვას კოსმიურს, შენც გადარჩები!

                 თქვენ უნდა ნახოთ სიყვარულის წმინდა აღლუმი
                  თქვენ უნდა იხსნათ კაეშნისგან თვით სიყვარული.

                           გახსოვდეთ მუდამ, 

                      სიყვარულით დაგბადათ ზენამ 


                                  და 


                ასე მუდამ სიყვარულით იარეთ ქვეყნად .

Комментариев нет:

Отправить комментарий

You might also like: