четверг, 14 ноября 2013 г.

Laurent Parcelier French Artist. Terraces

                        მზით გამთბარი ყოფიერება.

   თანამედროვე ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი ლორან პარსელიე დაიბადა 1962 წელს, დაბა შამალიერში. სწავლობდა პარიზში, მუშაობდა კომიქსების ჟურნალში - Triolo, ქმნიდა მულტფილმებს. 1996 წლიდან იწყებს ხატვას, სწორედ იმპრესიონიზმის ჟანრში მუშაობამ მოუტანა საქვეყნო აღიარება. ის უდაოდ სინათლის მეხოტბეა. მზის სხივებით მოწნული ქალაქის ხედები, სინათლით გაჯერებული ცოცხალი ფერები სიხარულის საიდუმლოს გვიმხელენ თითქოს. ასეთია ლორან პარსელიეს სიმშვიდის მომგვრელი მშვენიერება.





30 tips from the Nepalese sages.

30 რჩევა ნეპალელ ბრძენთაგან.

  1. ილაპარაკეთ მძიმედ, იფიქრეთ სწრაფად.
  2. არ შეაფასოთ ადამიანები მათი ახლობლების მიხედვით.
  3. ,,მე შენ მიყვარხარ" - სიტყვებით მიმართეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს სიმართლეს შეესაბამება.
  4. ,,ვწუხვარ" - წარმოთქმისას, უყურეთ თვალებში მას ვისაც მიმართავთ.
  5. არასდროს დასცინოთ სხვის სიზმრებსა და ოცნებებს.
  6. მიეცით ადამიანებს იმაზე მეტი, ვიდრე ელიან და გააკეთეთ ეს დიდი სიხარულით.
  7. თავში მუდამ გიტრიალებდეთ საყვარელი ლექსი.
  8. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რაც გესმით, გაეცით რაც გაგაჩნიათ, იძინეთ სანამ არ გამოიძინებთ.
  9. უმაღლესი სიყვარული და დიდი მიღწევები ყოველთვის დიდ გამბედაობას მოითხოვს,(,,რისკს", ასე ეწერა ორიგინალში)
  10. თუ შეამჩნიეთ, რომ აგებთ, ეცადეთ გამოიტანოთ გაკვეთილი, სარგებელიც კი.
  11. ეცით პატივი საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს. შეძელით ყოველთვის აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე.
  12. არ დაუშვათ, პატარა გაუგებრობამ დიდი მეგობრობა დაგაკარგინოთ.
  13. თუ მიხვდით, რომ შეცდომა დაუშვით, ეცადეთ მისი გამოსწორება, არა - მიჩქმალვა.
  14. დღეში ერთხელ გამონახეთ დრო რათა განმარტოვდეთ.
  15. იყავით გახსნილი გაცვლა-გამოცვლისთვის, მაგრამ არასდროს გაუშვათ ხელიდან საკუთარი ღირებულებები.
  16. დუმილი - ზოგჯერ საუკეთესო პასუხია.
  17. იკითხეთ, რაც შეიძლება ბევრი.
  18. გწამდეთ ღმერთის, მაგრამ ყოველთვის ჩაკეტეთ მანქანის კარები. 
  19. საყვარელ ადამიანთან კამათისას მხოლოდ მიმდინარე თემას შეეხეთ, არ წამოაძახოთ წარსული.
  20. შეძელით წაიკითხოთ სტრიქონებს შორის.
  21. გაუზიარეთ ცოდნა ბავშვებს. დღეისთვის ესაა უკვდავების მიღწევის საუკეთესო მეთოდი.
  22. გაუფრთხილდით ბუნებას, არ დაანაგვიანოთ.
  23. არ შეაწყვეტინოთ, როდესაც გეპირფერებიან.
  24. არ ჩაერიოთ სხვის საქმეში, მით უფრო ნუ მისცემთ უსარგებლო, არაფრის მთქმელ რჩევებს.
  25. არ ენდოთ მათ, ვინც კოცნის დროს თვალებს არ ხუჭავს.
  26. წელიწადში ერთხელ გაემგზავრეთ იქ, სადაც არასდროს ყოფილხართ.
  27. როდესაც მოიმუშაკებთ დიდ თანხას, ნაწილით სხვებს დაეხმარეთ.
  28. აუსრულებელი სურვილი - ზოგჯერ, სწორედ ესაა გამართლება.
  29. სწორედ თქვენი ,,მე' - არის სამყაროში მოგზაურობის საბოლოო წერტილი.



понедельник, 11 ноября 2013 г.

Eugenia Gapchinska





                                                                                   Приходите в гости!




  

                                                                    Утро в Париже…


       

воскресенье, 10 ноября 2013 г.

«Flora Danica» 3

Royal Copenhagen 

                                                               «Flora Danica"




 და, აი როგორც იქნა მივადექი იმ ადგილს, საიდანაც მინდოდა დამეწყო. ინფორმაციის ძიებაში უამრავი საინტერესო, მნიშვნელოვანი მასალა აღმოვაჩინე, 
მომხიბლა სერვიზის ,,Flora Danica"-ს შექმნის იდუმალებით მოცულმა ამბავმა. ერთი ლეგენდის მიხედვით, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინა II-მ თავად შეუკვეთა სერვიზი, თუმცა არ არსებობს წერილობითი საბუთი, სადაც აღნიშნული იქნებოდა, თუ ვისთვის იყო ის განკუთვნილი. მაგრამ, არის ცნობა იმის შესახებ, რომ 1790 წლის
28 აგვისტოს ქრისტიანVII-ს ბიბლიოთეკარმა უბრძანა მსახურს, ბოტანიკური ატლასის ერთი ეგზემპლარი მიეტანა ფაიფურის სამეფო ფაბრიკაში.  
მეორე ლეგენდის მიხედვით კი, დანიის კრონპრინცმა, მოგვიანებით მეფე ფედერიკ VI-მ 
ქრისტიანVIIს დავალებით ფაიფურის სამეფო მანუფაქტურას დაუკვეთა სადილის ნაკრები. სერვიზის ნაჭრები უბრალოდ კი არ უნდა მოეხატათ ყვავილებით, ამაში
არაჩვეულებრივი არა იქნებოდა რა, არამედ - ბოტანიკურ ატლასში აღწერილ მცენარეთა დეტალური გამოსახულებებით. ორიგინალში არსებული ზომები ზედმიწევნით ზუსტად უნდა დაეცვათ, თანაც არც ერთი ნახატი არ უნდა განმეორებულიყო.

пятница, 8 ноября 2013 г.

Pansy

იაჟუჟუნა, იგივე სამფერა ია.  (анютины глазки)


                                                                         1.


понедельник, 4 ноября 2013 г.

Spaghetti Bolognese

Secret Pomegranate Seeding

ჰა,ჰა, ჰა,  რა ადვილია, არადა ამას მიხვედრა ხომ უნდა? 




Jamie Oliver

Five Rules For a Perfect Steak

Homemade Mayonnaise

среда, 30 октября 2013 г.

African Flower Hexagon

,,აფრიკული ყვავილი"






Recipe for happiness.

                           ბედნიერების რეცეპტი.


                                    უზარმაზარ ფიალაში მოთმინებისა,
                                    ნუ შეშინდებით, ის არასდროს აივსება,
                                       ისე რომ  ნაპირებიდან გადმოიღვაროს.
                                    კრძალვით, ფაქიზად მოათავსე
                                    სიყვარულითა და სინაზით გაჯერებული
                                                               გული შენი.
                                     ზედ მოაყარე სიკეთე და სიუხვე მუჭით.
                                      ხალისიანი იუმორის მოფრქვევასაც ნუ დაივიწყებ.
                                      იმედს და რწმენას, გირჩევ, ზომა-წონას ნუ გაუსინჯავ
                                                    ისე ჩაასხი.
                                     ეს ყველაფერი მერე კარგად ამოურიე,
                                        და დააცადე დაყენება.
                                 
                                    ამის შემდეგ აიღე  ცხოვრების დარჩენილი ნაჭერი,
                                    ბედნიერების ეს ნაზავი სქლად გადაუსვი,
                                                                                    რაც შეიძლება სქლად.
                                     ზემოდან მორთე შენი სხივმფენი ღიმილით
                                                          და გაუდექი გზას შორს მიმავალს.
                                    უშურველად  მიაწოდე ყველას, ვინც შემოგხვდება,
                                     საკუთარ თავსაც ნუ დაივიწყებ,
                                     პატარ-პატარა ლუკმებად მიირთვი,
                                     ბევრი არ მოგივიდეს,
                                     თუმცა ბედნიერება არასოდეს არ არის ბევრი.
                                     შეიგრძენი -სიხარულის, სიყვარულის
                                         თბილი ნაკადი.
                                    სულ ესაა, ის შენს ხელთაა,
                                    მაგრად ჩასჭიდე და არასოდეს არ გაუშვა,
                                     შენთან იყოს - მუდამ და ყველგან!
                                               
                                                                                                                     

იგავი. PARABLE.

                                             იგავი ღირებულების შესახებ.

 ცნობილი ფსიქოლოგი ატარებდა სემინარს, რომელსაც  ორასამდე ადამიანი ესწრებოდა. ფსიქოლოგმა დამსწრეთ აჩვენა ფულის კუპიურა და იკითხა - ვის სურს ეს თანხა მიიღოს?. თვალის დახამხამებაში უკლებლივ ყველამ ასწია ხელი.
 -ძალიან კარგი, თქვა მან, მაგრამ სანამ ერთ-ერთი თქვენთაგანი მიიღებს ამ ფულს, მე რაღაცას გავაკეთებ. რის შემდეგაც კუპიურა კარგად დაკუჭა.
 - ახლა ვინ არის თანახმა, მივცე ეს ფული?
ისევ აღიმართა ხელების ტყე.
 -კაარგით, თქვა ფსიქოლოგმა, კუპიურა დააგდო ძირს და ზედ ფეხით შესდგა. როდესაც ფული ხელში აიღო ის დასრესილი და ჭუჭყიანი იყო. ,,აბა ვის უნდა ის ამ მდგომარეობაში?" - და ისევ ყველამ ასწია ხელი.
 - ძვირფასო მეგობრებო ამ წუთს ჩვენ ყველამ მეტად მნიშვნელოვანი გაკვეთილი მივიღეთ. რა არ  დავმართე ამ კუპიურას, მაგრამ ყოველი თქვენთაგანი მაინც თანახმა იყო მიეღო ის.  რატომ? - იმიტომ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მას არ დაუკარგავს მთავარი ღირებულება, ის დარჩა 500 ერთეულის მატარებელ ფულის ნიშნად.
 ცხოვრებაში ხშირად, ზოგიერთი ჩვენთაგანი აღმოჩენილა მსგავს მდგომარეობაში. ფეხქვეშ გათელილი, განადგურებული, წუმპეში ამოსვრილი. ასეთ დროს თავს სრულიად გამოუსადეგარად მიიჩნევს ადამიანი. დიახ, ნაკლებად მნიშვნელოვანია ის, თუ რა შეგემთხვა, ან შეგემთხვევა - შენ არასოდეს არ დაკარგავ მთავარ ღირებულებას. სუფთა, თუ ჭუჭყიანი, დაკუჭული თუ დაუთოვებული, წელში მოხრილი თუ გამართული - ყოველთვის შეუფასებელი ხარ მათთვის, ვისაც უყვარხარ!
     ადამიანის ღირებულება განისაზღვრება არა იმით, თუ რას წარმოადგენს, ან ვის იცნობს არამედ - როგორია ის

                       შენ განსაკუთრებული ხარ, დაიმახსოვრე ეს ეს სამუდამოდ!!!

 წყარო: ინტერნეტი

воскресенье, 27 октября 2013 г.

Dragana



ძალიან კარგი, დამხმარე სქემები.

სხვადასხვა ფორმის გეომეტრიული მოტივებით ნაქსოვი მაისურების, ჩანთების აწყობა.მათი  განლაგება თარგების შესაბამისად.
თითქოს დიდი არაფერი, თუ იდეა გაქვს, თვითონაც მოახერხებ აწყობა-დალაგებას, მაგრამ ეს სქემები ბევრად აადვილებს, წინ სწევს საქმეს. კარგად ჩანს თუ რამდენი მოტივის მოქსოვაა საჭირო თითოეული შესაძლო გადაწყვეტისათვის. ზოგიერთ შემთხვევაში კი, მაგ. სახელოები, გვერდები ნახევარი მოტივის მოქსოვაა საჭირო, და ა. შ.






                                                                                                                                                   

 კითხვა:


Entertaining math

                                      ეს იცოდით?





суббота, 26 октября 2013 г.

Draw a rose

                             ვისწავლოთ ვარდის ხატვა:

                           ავიღოთ ქაღალდი და ფანქარი.
                              დავხატოთ კითხვის ნიშანი.



пятница, 25 октября 2013 г.

Flowers

 ყვავილები სქემებით                                                                                         

                                                                  

среда, 16 октября 2013 г.

«Flora Danica» 2

 დანიის მშვენება  

                                    Royal Copenhagen 

           




კოპენჰაგენის სამეფო მანუფაქტურის დაარსების თარიღად ითვლება 1775 წლის 1 მაისი. ის იყო რიგით მეექვსე ფაიფურის ფაბრიკა იმ დროინდელ ევროპაში.
ფაიფური  ევროპელ ხელისუფალთა გატაცების საგანს წარმოადგენდა. ის ჩინეთიდან შემოჰქონდათ და იმდენად ძვირად ფასობდა, რომ არისტოკრატიის მხოლოდ მაღალი ფენებისათვის იყო ხელმისაწვდომი.

 1708 წელს დრეზდენში ამოიცნეს მკვრივი ფაიფურის საიდუმლო. 1710 წელს დაარსდა მეისენის მანუფაქტურა,

понедельник, 7 октября 2013 г.

«Flora Danica» 1

                                                   

                                Flora Danica

 «Flora Danica» ასე ეწოდება ატლასს, რომელიც წარმოშობით გერმანელი მედიცინის დოქტორისა და ბოტანიკის პროფესორის, გეორგ  ქრისტიან ედერის წინადადებით შეიქმნა.
გ. ქ. ედერი პროვინციულ ქალაქ ანსბახში დაიბადა, უმაღლესი სამედიცინო განათლება საქსონიის ქალაქ გეტინგენში მიიღო. 1749 წელს მიანიჭეს მედიცინის დოქტორის ხარისხი. 1742 წელს საცხოვრებლად დანიაში გადავიდა. 1754წელს მას კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ბოტანიკის სამეფო პროფესორის წოდება მიანიჭეს,.  1755-59წ.წ. ედერმა ბოტანიკური კვლევების საწარმოებლად  ნორვეგიაში იმოგზაურა. სწორედ ამის შემდეგ გამოსცა ნაშრომი - «Flora Danica» (1762)
1773 წელს  იგი ოლდენბურგის საგრაფოს გუბერნატორად დაინიშნა. 1788 წელს ედერს ლორდის ტიტული უბოძეს.გეორგ ქრისტიან ედერ ფონ ოლდენბურგი გარდაიცვალა 1791 წელს. (Georg Christian Oeder von Oldenburg17281791

пятница, 4 октября 2013 г.

Quotes

ბრძნული გამონათქვამები 


  • მხოლოდ დიად მიზანთა განხორციელებით გამოავლენს ადამიანი თავის დიად ხასიათს, რაც მას სხვებისთვის შუქურად აქცევს.  (ჰეგელი)                                                                                                                                                                            
  • უმაღლესი გენია არის ის, რომელიცყოველივეს მიიღებს, ყოველივეს გაითავისებს ისე, რომ თავის ძირითად ჭეშმარიტ დანიშნულებას, ხასიათს რომ ვეძახით, რაიმე ზიანს კი არ მიაყენებს, პირიქით უფრო აღამაღლებს და უსაზღვროდ ზრდის მის შესაძლებლობებს. . . ადამიანის ორგანოები წვრთნის, სწავლის, ფიქრის, წარმატებისა თუ წარუმატებლობის, წახალისებისა თუ წინააღმდეგობის, და ისევ ფიქრის მეოხებით შეუცნობლად აერთიანებს თავისუფალი შემოქმედებითი მუშაობის პროცესში შეძენილს და თანდაყოლილს, და წარმოქმნის მთლიანობას, რომელსაც მსოფლიო განცვიფრებაში მოჰყავს.                          (გოეთე - ჰუმბოლტს)                                                                                                                                                                                                      
  • არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად  არ ითვლება, რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოს შესახებ.                                                                                                      (იოჰამ იოაჰიმ ვილკენმანი 1717-68)                                                                                                                                                                                                                      


четверг, 3 октября 2013 г.

Songs about love

                        სიმღერა სიყვარულზე  

 (ტექსტი, რომელიც ერთ-ერთი ექსპედიციის წევრებმა შამბალაში ყოფნისას ამოუცნობი მფრინავი ობიექტისგან მიიღეს.)
                    მზე უძღვნის მიწას არსებობის შეგნების ყვავილს 
                  და აღტკინებას უდიადესს, 
               როს შეიგრძნობ გონების თვალით,
               მიაღწევ მაშინ ყოფიერის უმაღლეს სრულქმნას

                    - ღმერთს განუყოფელს!.


 მაშ წინ იარე, რადგან გიბრძანეს. მაშ წინ იარე და მიიღებ კუთვნილ საზღაურს.  მას, ვინც შექმნილა სიყვარულისთვის,  და მას, ვინც ელის, იგი იხილავს ღვთაებრივი სიმშვენიერის ლოტოსის ყვავილს,
 ამ ყვავილივით მისი გულიც გადაიშლება ალერსისა და სიყვარულისთვის,   და გულის ცეცხლი შთანთქავს გონებას,  და იქმნება დიდი ნათელი. წმინდანს, უბიწოს განეხვნება შამბალის კარი,  ხოლო გული მგზნებარე და ალმოდებული იქნება როგორც შამბალაში შესვლის პაროლი.
           დე, არასოდეს მიგატოვოთ გონებამ თქვენმა                           
 მგზნებარე გულში დატეული ზღვა სიყვარულის განცხადდება სხივფენილ ზღურბლთან, მაშ, მოემზადეთ ხელახალი ცხოვრებისათვის   დე, შუქი მზის და მწველი ცეცხლი სიყვარულისა თავს დაგეფინოთ შარავანდედად
          ვინ გადაარჩენს სიყვარულის უმანკო ცრემლებს?

                     გესმით ძახილი?

გადაარჩენთ, თუ მისდიეთ ჭეშმარიტებას და კოსმიური იგრძენით ძალა.

        სრულყოფილება სიტყვაშია, მხოლოდ გიყვარდეთ ! ! !

               თუ შეიცანი ძალი მისი და სიდიადე,

                       ადამიანო, გეუბნები:

                         შენ გადარჩები!        

                 მაშ, წინ იარე, კვლავ წინ იარე.

ცეცხლში ძიება, ძიებაში ახალი ცეცხლი - ერწყმის ცისფერ ცეცხლს ყვითელი სევდით
                      ცისფერი ცეცხლი?

                        სიყვარული?
                        თუ დანანება,
და იბადება, იბადება ახალი სუნთქვა, ახალი ცეცხლი იბადება, კვლავ იბადება.
                     დრო იყო მსხვერპლის, 

                  ახლა დროა კვლავ ამაღლების.


ადამიანო, გეუბნები, შენ გადაარჩენ წუთისოფელს და თუ შეისმენ სიტყვას                                                                            სიტყვას კოსმიურს, შენც გადარჩები!

                 თქვენ უნდა ნახოთ სიყვარულის წმინდა აღლუმი
                  თქვენ უნდა იხსნათ კაეშნისგან თვით სიყვარული.

                           გახსოვდეთ მუდამ, 

                      სიყვარულით დაგბადათ ზენამ 


                                  და 


                ასე მუდამ სიყვარულით იარეთ ქვეყნად .

You might also like: