понедельник, 7 октября 2013 г.

«Flora Danica» 1

                                                   

                                Flora Danica

 «Flora Danica» ასე ეწოდება ატლასს, რომელიც წარმოშობით გერმანელი მედიცინის დოქტორისა და ბოტანიკის პროფესორის, გეორგ  ქრისტიან ედერის წინადადებით შეიქმნა.
გ. ქ. ედერი პროვინციულ ქალაქ ანსბახში დაიბადა, უმაღლესი სამედიცინო განათლება საქსონიის ქალაქ გეტინგენში მიიღო. 1749 წელს მიანიჭეს მედიცინის დოქტორის ხარისხი. 1742 წელს საცხოვრებლად დანიაში გადავიდა. 1754წელს მას კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ბოტანიკის სამეფო პროფესორის წოდება მიანიჭეს,.  1755-59წ.წ. ედერმა ბოტანიკური კვლევების საწარმოებლად  ნორვეგიაში იმოგზაურა. სწორედ ამის შემდეგ გამოსცა ნაშრომი - «Flora Danica» (1762)
1773 წელს  იგი ოლდენბურგის საგრაფოს გუბერნატორად დაინიშნა. 1788 წელს ედერს ლორდის ტიტული უბოძეს.გეორგ ქრისტიან ედერ ფონ ოლდენბურგი გარდაიცვალა 1791 წელს. (Georg Christian Oeder von Oldenburg17281791



.http://www.barnesandnoble.com/w/flora-danica-georg-christian-oeder/1027947109?ean=9781166953935

იდგა "განმანათლებლობის ხანა". ბოტანიკური ატლასის შექმნა სამეფოს პრიორი-ტეტულ პროექტად იქცა. იდეის მიხედვით უნდა მოეძიათ და დეტალურად აღეწერათ დანიის ბუნებაში არსებული ყველანაირი ველური მცენარე. სოკოებისა და ლიქენების ჩათვლით.
 იმ დროისთვის სამეფოს მფლობელობაში შედიოდა ოლდენ ბურგ-დელმენჰორსტი, შლეზვინგ-ჰოლშტეინი, ნორვეგია თავისი ჩრდილო-ატლანტიკური მიწებით, ისლანდია, ფარერები, გრენლანდია. პროექტზე მუშაობის დროს მოხდა ტერიტორიალური ცვლილებები, რის გამოც ჩაფიქრებული გეგმის შეცვლა მოუწიათ. 1814 წელს დანია-ნორვეგიის ერთობლივმა მონარქიამ შეწყვიტა არსებობა, თუმცა ზოგიერთი ტიპიური ნორვეგიული მცენარე მაინც ჩართეს ატლასში. 1864 წლის შემდეგ, როდესაც შლეზვინგი და ჰოლშტეინი ჩამოშორდნენ დანიას, ნაშრომს გერმანული
განყოფილებაც გამოაკლდა. მეცხრამეტე საუკუნის შუახანებში, ,,სკანდინავიზმის ერაში" გადაწყდა, რომ FLORA DANICA ქცეულიყო საერთო სკანდინავიურ საქმედ. შედეგად გამოვიდა კიდევ სამი ტომი, რომელშიც შეიტანეს ნორვეგიისა და შვედეთის ბუნებაში არსებული, ადრე გამოტოვებული მცენარეები.
იმ დროისათვის ბოტანიკა ცალკე მეცნიერებად არ განიხილებოდა. ის მედიცინის ერთი, დამხმარე საგანი იყო, რომლის შესახებაც მხოლოდ რამდენიმე სპეციალისტს თუ ჰქონდა წარმოდგენა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ამ დარგის პოპულარიზაცია: ,,ადგილობრივი მცენარეული სამყაროს შესახებ ცოდნის გავრცელება ქვეყნის მაცხოვრებელთა შორის." შესაბამისად - ის ადვილად გასაგები უნდა ყოფილიყო ყველასათვის. როგორც ედერი ამბობს: ,,მეცნიერებამ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ფუნდამენტური პრინციპების რღვევის გარეშე უნდა მოახერხოს, იყოს მარტივი და გასაგები."
პროექტი ამბიციური და შესასრულებლად შრომატევადი იყო.უნდა შეედგინათ ტექსტი,მცენარეთა დეტალური აღწერილობით შემდეგი გეგმის მიხედვით:
შესავალი, ბოტანიკაში.
მოძიებულ მცენარეთა სია.
მცენარეთა საფუძვლიანი აღწერილობა. და, მეორე უნდა დაემზადებინათ სპილენძის ჭედური ფირფიტები.
გრავიურების დასამზადებლად ედერმა ნიურნბერგიდან მოიწვია ამ საქმის დიდი ოსტატი მაიკლ რასლერი (1705-77) და მისი შვილი მხატვარი მარტინ რასლერი(1727-82). გრაფიკული ტექნიკით გრავიურის დამზადება მეთხუთმეტე საუკუნის დასაწყისში შემუშავდა. საგულდაგულოდ გაპრიალებული ფირფიტა იფარება ცვილის თხელი ფენით. ცვილი ადვილად შეიწოვს მოტივს, რომელსაც თავდაპირველად ქაღალდზე მელნით ხატავენ.
სახე სარკისებურად უნდა ირეკლებოდეს, იმისათვის რომ, გრავიურამ ბეჭდის (შტამპის) ფუნქცია შეასრულოს. ამის შემდეგ მოტივს ამოკვეთენ სხვადასხვა ფორმის ლითონის საჭრისებით და გამოაშრობენ. გაფერადება ხდება ამობეჭდვის შემდეგ, რადგან გრავიურის მეშვეობით მხოლოდ ერთი ფერის გამოსახულება მიიღება.
მაშინ როდესაც ფირფიტების დამზადება დასრულდა, ედერმა გამოაქვეყნა შესავალი და ნაწილობრივ მცენარეთა სია, ტექსტის დიდი ნაწილი ისევ იდეად რჩებოდა. კიდევ რამოდენიმე თაობის შრომა გახდა საჭირო პროექტი რომ დასრულებულიყო. ეს მოხდა 123 წლის შემდეგ 1883 წელს
ოტო ფრედერიკ მიულერი
 მარტინ ვალი,
იენს ვილკენ ხორნეიმანი,
სალომონ დრეიერი,
იოაკიმ ფრედერიკ სკოუ.
იენს ვალი,
ფრედერიკ მიქაელ ლიბმანი,
იაპქტუს სტინსტრუპი,
იოჰან ლანგე.
ეს იმ მეცნიერთა ჩამონათვალია, რომლებმაც გ. ქ. ედერის დაწყებული საქმე გააგრძელეს და ბოლომდე მიიყვანეს.
ჰერბარიუმი შედგება 51 ნაწილისა და სამი დამატებითი ტომისაგან. სპილენძის გრავიურათა რაოდენობა 3 240-ს აღწევს.
http://dia-prod-mas-01.kb.dk/FloraDanica/Site/index.jsp
http://www.kb.dk/en/tema/floradanica/index.html
http://www.kettererkunst.de/kunst/kd/details.php?obnr=411000044&anummer=411






მაგრამ, ეს ამბავი აქ და ამით არ დამთავრებულა. . .


             













               
                         

Комментариев нет:

Отправить комментарий

You might also like: