воскресенье, 10 ноября 2013 г.

«Flora Danica» 3

Royal Copenhagen 

                                                               «Flora Danica"




 და, აი როგორც იქნა მივადექი იმ ადგილს, საიდანაც მინდოდა დამეწყო. ინფორმაციის ძიებაში უამრავი საინტერესო, მნიშვნელოვანი მასალა აღმოვაჩინე, 
მომხიბლა სერვიზის ,,Flora Danica"-ს შექმნის იდუმალებით მოცულმა ამბავმა. ერთი ლეგენდის მიხედვით, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინა II-მ თავად შეუკვეთა სერვიზი, თუმცა არ არსებობს წერილობითი საბუთი, სადაც აღნიშნული იქნებოდა, თუ ვისთვის იყო ის განკუთვნილი. მაგრამ, არის ცნობა იმის შესახებ, რომ 1790 წლის
28 აგვისტოს ქრისტიანVII-ს ბიბლიოთეკარმა უბრძანა მსახურს, ბოტანიკური ატლასის ერთი ეგზემპლარი მიეტანა ფაიფურის სამეფო ფაბრიკაში.  
მეორე ლეგენდის მიხედვით კი, დანიის კრონპრინცმა, მოგვიანებით მეფე ფედერიკ VI-მ 
ქრისტიანVIIს დავალებით ფაიფურის სამეფო მანუფაქტურას დაუკვეთა სადილის ნაკრები. სერვიზის ნაჭრები უბრალოდ კი არ უნდა მოეხატათ ყვავილებით, ამაში
არაჩვეულებრივი არა იქნებოდა რა, არამედ - ბოტანიკურ ატლასში აღწერილ მცენარეთა დეტალური გამოსახულებებით. ორიგინალში არსებული ზომები ზედმიწევნით ზუსტად უნდა დაეცვათ, თანაც არც ერთი ნახატი არ უნდა განმეორებულიყო.



 საყოველთაოდ ცნობილი იყო ეკატერინაII-ის ყვავილებით უსაზღვრო გატაცების შესახებ. (http://www.valleyflora.ru/gerbarii-rastenii.html). ჩაფიქრებული იყო სერვიზი  მიერთმიათ  იმპერაატრიცასთვის, როგორც დიპლომატიური ძღვენი დანიის სამეფო კარის კეთილგანწყობის ნიშნად. ამავდროულად დანიის ხელისუფალთა მიზანს წარმოადგენდა გადაეწონათ ინგლისის მეფის გეორგ მესამის ასევე დიპლომატიური  ,,ინგლისური თაიგული", რომელიც შედგებოდა დიდი რაოდენობის ეგზოტიკური ჯიშის ყვავილებისაგან და თან მებაღე ახლდა. 


  ,,Flora Danica"-ს  მეტისმეტად რთული დეკორის შესაქმნელად გერმანიიდან  მოიწვიეს მხატვარი იოჰან კრისტოფ ბაიერი.(1738-1812). ბაიერი დაიბადა ნიურნბერგში და იქვე მუშაობდა ფერმწერად მამამისის  შუშის ფაბრიკაში.  მას საერთოდ არ ჰქონდა ფაიფურზე მუშაობის გამოცდილება, ეს ერთგვარი გამოწვევა იყო ახალგაზრდა მხატვრისთვის. დაიწყო ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი, რომელმაც 12 წელს გასტანა. მუშაობა ხშირად სანთლის შუქზე უწევდათ. ბაიერმა თითქმის დაკარგა მხედველობა, ამის გამო ბოლო წლებში მას ქრისტიან ფალკე ეხმარებოდა. სერვიზის დასრულებისას ბაიერს აღარ შეეძლო მუშაობა. ამ დროს ის 66 წლის იყო. მას სიცოცხლის ბოლომდე  პენსია დაენიშნა. ერთი თვის პენსიის რაოდენობა უტოლდებოდა წლიურ ხელფასს.

 სერვიზის მოხატვა ხდებოდა  განსხვავებული განათების პირობებში ამიტომ ნაჭრები შესრულების ხარისხით განსხვავდება ერთმანეთისგან.  გამოყოფენ სამი ტიპის შესრულებას. 


პირველი არის იდეალურად ზუსტი გამოსახულება გამჭვირვალე ფერებით, რომელიც როგორც ჩანს დღის შუქზე საუკეთესო განათებისას შესრულდა.
მეორე(ყველაზე ბევრი ამ ჯგუფს განეკუთვნება) - საშუალო, შედარებით მდორე    შესრულების მანერით  და,
 მესამე - ,,დაუდევარი" რომელიც ალბათ ზამთარში, სანთლის მკრთალ შუქზე მოიხატა. 





 



                                                                                                                                                     


სერვიზზე მუშაობა დასრულდა 1802 წელს. ის შედგებოდა 1802 ნაჭრისაგან. ეკატერინა მეორემ ვერ მიიღო საჩუქარი, რადგან მის დასრულებამდე, 1796 წელს გარდაიცვალა. უნიკალური ჭურჭელი დანიის სამეფო კარის საკუთრებაში დარჩა. თუმცა  რაღაც ნაწილი მაინც მოხვდა რუსეთში, დანიის პრინცესა დაგმარას მზითვის სახით (ალექსანდრეIII-ს  ცოლი,ნიკოლოზII-ის დედა).


1803 წლის 29 იანვარს მონარქის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე პირველად გააწყეს სუფრა სერვიზით ,,Flora Danica". შემდგომში სერვიზს ხმარობდნენ მხოლოდ განსაკუთრებული მოვლენების დროს, მონარქთა დაბადების დღეებზე, ქორწილებში, უცხო ქვეყნების ხელისუფალთა ვიზიტისას, უმაღლესი სასამართლოს საპატივცემულოდ გამართულ ბანკეტებზე, ასევე რაინდად კურთხევის დროს.



 დღეისათვის  1802 ნაჭრისგან მხოლოდ 1530 ცალია შემორჩენილი.  საბუღალტრო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ წელიწადში საშუალოდ ერთი ნაჭერი ტყდებოდა. 1841 წელს კი, ერთ-ერთ წვეულებაზე დაიმსხვრა 32 თეფში. ფედერიკVII-მ, დანიის უკანასკნელმა მონარქმა გააჩუქა ჭურჭლის გარკვეული რაოდენობა. 1884 წელს ქრისტიანსბორგის სასახლეში გაჩნდა ხანძარი, რომლის დროსაც განადგურდა 43 ნაჭერი. 1906 წელს ქრისტიანსბორგის ერთ-ერთმა მომსახურე პერსონალმა ანტიკვარით მოვაჭრეს მიჰყიდა101 ნაჭერი. ეს შემთხვევა გამჟღავნდა და მართალია მთლიანად ვერა, მაგრამ დიდი ნაწილი - 81 ცალი უკან დააბრუნეს. 





,,Flora Danica"-ს დამზადება ხელმეორედ გადაწყვიტეს 1863 წელს, დანიის პრინცესა ალექსანდრასა და უელსის კრონპრინცის, მოგვიანებით მეფე ედუარდVII-ს ქორწილთან დაკავშირებით. პრინცესას მოთხოვნით წყალმცენარეებისა და სოკოების გამოსახულებები ამოიღეს პროექტიდან. მათ ნაცვლად დანიის სასახლეებისა და მამულების სურათები გამოიყენეს, თანაც აუცილებლობას არ წარმოადგენდა ზომების მკაცრად დაცვა. დღეს ეს სერვიზი უინძორების სასახლეში ინახება.


















ამის შემდეგ დამზადდა რამოდენიმე დიდი თუ პატარა სერვიზი მაგრამ, როგორც ამბობენ, ისინი ახლოსაც ვერ მოვლენ ორიგინალთან. 
  Royal Kopenhagen-ი დღესაც აწარმოებს სერვიზს.  პროცესი 200 წლის წინანდელი ტექნოლოგიით მიმდინარეობს, უბრალოდ ახლა, ის მხოლოდ 700 ნაჭერს შეადგენს. 
უაღრესად დახვეწილი, მაღალმხატვრული შესრულება, მოჩუქურთმებულ კიდეებზე ოქროს თბილი ხაზები, მოჭიქული ყვავილების ლიცლიცი, ზუსტად გააზრებული ფორმა თითოეული ნაჭრისა, ძნელია სრულად დაახასიათო ამ ქმნილების მთელი მშვენიერება.
მონაკოს პრინცესა გრეის კელიმ თავის წიგნში ყვავილების შესახებ ჩაწერა შემდეგი: ,,ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური და მშვენიერი ფაიფურის სერვიზებიდან - ეს არის სახელგანთქმული ,,Flora Danika"დანიიდან".








Комментариев нет:

Отправить комментарий

You might also like: