მზით გამთბარი ყოფიერება.
თანამედროვე ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი ლორან პარსელიე დაიბადა 1962 წელს, დაბა შამალიერში. სწავლობდა პარიზში, მუშაობდა კომიქსების ჟურნალში - Triolo, ქმნიდა მულტფილმებს. 1996 წლიდან იწყებს ხატვას, სწორედ იმპრესიონიზმის ჟანრში მუშაობამ მოუტანა საქვეყნო აღიარება. ის უდაოდ სინათლის მეხოტბეა. მზის სხივებით მოწნული ქალაქის ხედები, სინათლით გაჯერებული ცოცხალი ფერები სიხარულის საიდუმლოს გვიმხელენ თითქოს. ასეთია ლორან პარსელიეს სიმშვიდის მომგვრელი მშვენიერება.
წყარო:Tutt'art @
Комментариев нет:
Отправить комментарий