четверг, 14 ноября 2013 г.

30 tips from the Nepalese sages.

30 რჩევა ნეპალელ ბრძენთაგან.

  1. ილაპარაკეთ მძიმედ, იფიქრეთ სწრაფად.
  2. არ შეაფასოთ ადამიანები მათი ახლობლების მიხედვით.
  3. ,,მე შენ მიყვარხარ" - სიტყვებით მიმართეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს სიმართლეს შეესაბამება.
  4. ,,ვწუხვარ" - წარმოთქმისას, უყურეთ თვალებში მას ვისაც მიმართავთ.
  5. არასდროს დასცინოთ სხვის სიზმრებსა და ოცნებებს.
  6. მიეცით ადამიანებს იმაზე მეტი, ვიდრე ელიან და გააკეთეთ ეს დიდი სიხარულით.
  7. თავში მუდამ გიტრიალებდეთ საყვარელი ლექსი.
  8. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რაც გესმით, გაეცით რაც გაგაჩნიათ, იძინეთ სანამ არ გამოიძინებთ.
  9. უმაღლესი სიყვარული და დიდი მიღწევები ყოველთვის დიდ გამბედაობას მოითხოვს,(,,რისკს", ასე ეწერა ორიგინალში)
  10. თუ შეამჩნიეთ, რომ აგებთ, ეცადეთ გამოიტანოთ გაკვეთილი, სარგებელიც კი.
  11. ეცით პატივი საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს. შეძელით ყოველთვის აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე.
  12. არ დაუშვათ, პატარა გაუგებრობამ დიდი მეგობრობა დაგაკარგინოთ.
  13. თუ მიხვდით, რომ შეცდომა დაუშვით, ეცადეთ მისი გამოსწორება, არა - მიჩქმალვა.
  14. დღეში ერთხელ გამონახეთ დრო რათა განმარტოვდეთ.
  15. იყავით გახსნილი გაცვლა-გამოცვლისთვის, მაგრამ არასდროს გაუშვათ ხელიდან საკუთარი ღირებულებები.
  16. დუმილი - ზოგჯერ საუკეთესო პასუხია.
  17. იკითხეთ, რაც შეიძლება ბევრი.
  18. გწამდეთ ღმერთის, მაგრამ ყოველთვის ჩაკეტეთ მანქანის კარები. 
  19. საყვარელ ადამიანთან კამათისას მხოლოდ მიმდინარე თემას შეეხეთ, არ წამოაძახოთ წარსული.
  20. შეძელით წაიკითხოთ სტრიქონებს შორის.
  21. გაუზიარეთ ცოდნა ბავშვებს. დღეისთვის ესაა უკვდავების მიღწევის საუკეთესო მეთოდი.
  22. გაუფრთხილდით ბუნებას, არ დაანაგვიანოთ.
  23. არ შეაწყვეტინოთ, როდესაც გეპირფერებიან.
  24. არ ჩაერიოთ სხვის საქმეში, მით უფრო ნუ მისცემთ უსარგებლო, არაფრის მთქმელ რჩევებს.
  25. არ ენდოთ მათ, ვინც კოცნის დროს თვალებს არ ხუჭავს.
  26. წელიწადში ერთხელ გაემგზავრეთ იქ, სადაც არასდროს ყოფილხართ.
  27. როდესაც მოიმუშაკებთ დიდ თანხას, ნაწილით სხვებს დაეხმარეთ.
  28. აუსრულებელი სურვილი - ზოგჯერ, სწორედ ესაა გამართლება.
  29. სწორედ თქვენი ,,მე' - არის სამყაროში მოგზაურობის საბოლოო წერტილი.



Комментариев нет:

Отправить комментарий

You might also like: